უნდა დავაჩქაროთ ტემპები და ავაშენოთ რაც შეიძლება მეტი ჰესი - ღარიბაშვილი

პუბლიკა

„ჩვენ გვჭირდება ენერგეტიკის სექტორში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა, მაქსიმალურად უნდა დავაჩქაროთ ტემპი და ავაშენოთ რაც შეიძლება მეტი ჰესი საქართველოში“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

როგორც მან თქვა, ამ მიმართულებით ბიზნესს შესაბამისი შეთავაზებათა პაკეტი მომავალ კვირას წარედგინება და

„მაქსიმალურად უნდა დავაჩქაროთ ტემპი და ავაშენოთ რაც შეიძლება მეტი ჰესი საქართველოში. იქნება ეს მცირე, საშუალო თუ დიდი ჰესები – ამის თაობაზე მე ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებს მივეცი დავალება.

ჩვენ რამდენიმე დღეში შევიმუშავებთ და წარმოგიდგენთ მოდელს და ვფიქრობ, მომავალ კვირაში მექნება საშულება, ეს შეთავაზება გავუკეთო ბიზნესს, იმისთვის, რომ ხელი შეეწყოს დარგში გენერაციის ობიექტების მშენებლობას.

წლიდან წლამდე გვეზრდება ელექტროენერგიის მოთხოვნა. მოხმარება იზრდება. ამ დროს გენერაცია მნიშვნელოვნად ჩამორჩება მოთხოვნას და მოხმარებას, რაც ძალიან იდი რისკის ქვეშ აყენებს ჩვენს ქვეყანას და ზოგადად, ენერგოუსაფრთხოებასა და ენერგოდამოუკიდებლობას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.