კულტურის კომიტეტთან სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა, რომელიც კომიტეტს დაეხმარება კულტურის სფეროში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებაში, ასევე, პრობლემებზე რეაგირების მექანიზმების დაგეგმვაში, კულტურის პოლიტიკის განსაზღვრასა და ცალკეული ინიციატივების ანალიზში. საბჭოს წევრობა ანაზღაურებადი არაა. საბჭოს მუშაობას ორგანიზაციულად და ტექნიკურად უზრუნველყოფს კომიტეტის აპარატი.
კულტურის კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობა
- ელისო ბოლქვაძე – კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე;
- ვალერი ასათიანი – საბჭოს მდივანი, მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი;
- მინდია უგრეხელიძე – იურისტი, პროფესორი;
- გია ჯაფარიძე – მოქანდაკე;
- ნიკა წულუკიძე – თეატრმცოდნე, ჟურნალისტი, მსახიობი;
- პაატა ნაცვლიშვილი – ჟურნალისტი, პროფესორი;
- ლევან გიგინეიშვილი – ფილოსოფოსი, პროფესორი;
- ზურაბ აბაშიძე – დიპლომატი, ქართული ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორი;
- თამარ ბერუჩაშვილი – დიპლომატი;
- თეიმურაზ გუგუშვილი – მომღერალი, სახალხო არტისტი, პროფესორი;
- გია ქორქაძე – მუსიკოსი, ევგენი მიქელაძის სახელობის ქ. თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის დირექტორი;
- გოგა შავერზაშვილი – კომპოზიტორი, კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე;
- კახა ყიფიანი – იურისტი;
- დემიკო ლოლაძე – პუბლიცისტი;
- გოგი გეგეჭკორი – მხატვარი, თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე;
- კოტე ჯანდიერი – მწერალი, დრამატურგი;
- გია მარსაგიშვილი – ხელოვნებათმცოდნე;
- გურამ ოდიშარია – პოეტი;
- თეიმურაზ გოცაძე – მხატვარი;
- ბადრი მაისურაძე – მომღერალი;
- ვახტანგ ღლონტი – პოეტი;
- ლევან როხვაძე – თეატრალური მოღვაწე;
- ვანო იანტბელიძე – მსახიობი;
- დეა მეტრეველი – ხელოვნებათმცოდნე.