უკრაინის ხელისუფლებას, ალბათ, ასწავლიან გვამების შემოდებას, კარგად თუ დაეხმარებიან - ოხანაშვილი ადეიშვილსა და ლორთქოფანიძეზე

პუბლიკა

მმართველი პარტიის წევრი, ანრი ოხანაშვილი ჟურნალისტებთან ამბობს, რომ თუ უკრაინის ხელისუფლებას ექნებოდა კომუნიკაცია საქართველოს ხელისუფლებასთან, გაიცვლებოდა პოზიციები და შუამავლად „ნაციონალური მოძრაობა“ არ იქნებოდა.

მისი თქმით, როდესაც უკრაინის ხელისუფლებას მოლაპარაკების მაგიდასთან „კრიმინალი ადეიშვილი“ ჰყავს, მერე არავის არ უნდა უკვირდეს არც უკრაინის პოზიცია და არც საქართველოს ხელისუფლების რეაქცია.

„წესი ასეთია, რომ ხელისუფლება ესაუბრება ხელისუფლებას და თუ ხელისუფლებას ექნებოდა კომუნიკაცია ხელისუფლებასთან, ეს პოზიციები გაიცვლებოდა. ჩვენ შუამავალი „ნაციონალური მოძრაობა“ თუ უნდა გვყავდეს უკრაინის ხელისუფლებასთან, მაშინ მშვიდობაში მოახმარონ უკრაინის ხელისუფლებას „ნაციონალური მოძრაობა“.

…ამიტომ კარგად თუ დაეხმარებიან ადეიშვილი, ლორთქიფანიძე და სხვები, ალბათ, ასწავლიან (რაც არა მგონია, უკრაინის ხელისუფლებისთვის მისაღები იყოს), როგორ ხდება გვამების შემოდება, რუსთაველის მსგავსად, უკრაინაში. ეს ხალხია მათ გარშემო, რაც ძალიან სამწუხაროა და როდესაც კრიმინალი ადეიშვილი გიზის მოლაპარაკებათა მაგიდასთან, შემდგომ მათი ნაბიჯები და ჩვენი რეაქცია გასაკვირი არ უნდა იყოს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.