„პატრიოტთა ალიანსი“ მოსკოვში შეხვედრებს მართავს

პუბლიკა

„მითების დეტექტორი“ რუსეთში „პატრიოტთა ალიანსის“ ვიზიტზე ინფორმაციას ავრცელებს. ინფორმაციის წყარო რუსეთის ფედერალური საბჭოა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები ორგანიზაცია „რუსეთის ჯავახკური დიასპორის“ პრეზიდენტ აგასი არაბიანთან ერთად მართავენ რუსეთში შეხვედრებს.

რუსეთის ფედერალური საბჭოს გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, დავით თარხან-მოურავმა საბჭოს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მოღვაწეობის შესახებ მიაწოდა  ინფორმაცია და აღნიშნა, რომ პარტია საქართველოს ნეიტრალიტეტს უჭერს მხარს.

თარხან-მოურავმა საქართველო-რუსეთის ურთიერთსასარგებლო კავშირების განვითარების სურვილიც გამოთქვა. შეხვედრას რუსული ფედერალური საბჭოს მხრიდან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმირ ჯაბანოვი და ამავე კომიტეტის წევრი მიხეილ სინიცინი ესწრებოდნენ.