ირაკლი კუპრაძე „ლელოს“ საორგანიზაციო მდივნად აირჩიეს

პუბლიკა

„ლელოს” პოლიტიკურმა საბჭომ პარტიის თავმჯდომარის წარდგინებით სამდივნოს ახალი წევრი, საორგანიზაციო მდივანი ირაკლი კუპრაძე აირჩია. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, კუპრაძე ამ დრომდე „ლელოს“ აჭარის რეგიონულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა, ასევე არის ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი.

„ლელოს“ ინფორმაციით, კუპრაძე ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს უხელმძღვანელებს, როგორიცაა რეგიონული, ქალთა და ახალგაზრდული ორგანიზაციები, ასევე პარტიის წევრთა სამსახური, საარჩევნო კამპანიები და ღონისძიებები.