ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეი ტვიტერში წერს, რომ ევროკავშირის წევრობის განაცხადის გაკეთების შემდეგ შესავსებ კითხვარს საქართველოსა და მოლდოვას ორშაბათს, 11 აპრილს გადასცემს.
President @vonderleyen handed over the questionnaire to #Ukraine yesterday and I will hand the questionnaire over to #Georgia & #Moldova on Monday. The answers will help @EU_Commission to prepare opinions on #EU applications of the three countries, as asked by #EUCO. pic.twitter.com/4fHwWcEIs5
— Oliver Varhelyi (@OliverVarhelyi) April 9, 2022
უკრაინას შესაბამისი კითხვარი 8 აპრილს გადაეცა. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა პრეზიდენტ ზელენსკის ის საზეიმოდ გადასცა.