საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია განმარტავს, რატომ უთხრეს უარი „ალტ-ინფოს“ აკრედიტაციაზე. ადმინისტრაციის განმარტებით არხი გამოირჩევა ძალადობრივი და პრორუსული მოწოდებებით, სისტემატურად იყენებენ სიძულვილის ენას და გამოხატავენ აგრესიულ ძალადობრივ განწყობებს.
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ „ალტ-ინფოს“ ორბელიანების სასახლეში 9 და 11 აპრილს გამართულ ღონისძიებებზე დასასწრებად აკრედიტაციაზე უარი უთხრა. „ალტ-ინფო“ გამოირჩევა ძალადობრივი და პრორუსული მოწოდებებით. სისტემატურად იყენებენ სიძულვილის ენას და გამოხატავენ აგრესიულ ძალადობრივ განწყობებს“, – ვკითხულობთ განმარტებაში, რომელიც „პუბლიკამ” ადმინისტრაციისგან მიიღო.