„ნაციონალური მოძრაობის" წევრები და გიორგი მარგველაშვილი უკრაინაში იმყოფებიან

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის” წევრები – ნიკა მელია, ეკა ხერხეულიძე, კობა ნაყოფია და საქართველოს ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უკრაინაში იმყოფებიან, – ამის შესახებ ვიდეოკადრებს „მთავარი არხი” ავრცელებს.

როგორც „პუბლიკას” პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს, ისინი კიევში იმყოფებიან.

დღეს უკრაინაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში ყოფნაზეც ენმ-მ უარი განაცხადა.