საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კიევში ჩავიდა. დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, პირველ შეხვედრას დელეგაციის წევრები რადაში გამართავენ.
პაპუაშვილი რადას თავმჯდომარეს რუსლან სტეფანჩუკს შეხვდება. შეხვედრის შემდეგ კი გაკეთდება განცხადებები. ასევე ცნობილია, რომ საპარლამენტო დელეგაციის წევრები ბუჩასა და ირპენში ჩავლენ.
Arrived in #Kyiv together with fellow Georgian MPs to convey a message of Georgia: we feel your sorrow, #Georgia supports #Ukraine, Georgians stand with Ukrainians ????
— Shalva Papuashvili ?? (@shpapuashvili) April 16, 2022
კიევში ჩასვლაზე ინფორმაციას დელეგაციის წევრი ხათუნა სამნიძეც ავრცელებს.
„შევდივართ კიევში – მსოფლიოს თავისუფლების დედაქალაქში” – წერს სამნიძე სოციალურ ქსელში.
საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში გუშინ გაემგზავრა. დელეგაციაში არიან საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერები – დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე და ლევან იოსელიანი. ასევე, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი, „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი, „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელი ხათუნა სამნიძე და პარტია „საქართველოსთვის“ წევრი -გიორგი ხოჯევანიშვილი.
გუშინ კიევში ჩავიდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებიც.
მათთან ერთად იმყოფება გიორგი მარგველაშვილი.
„[მე და სააკაშვილმა] ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ აქ წამოვსულიყავით; გვეჩვენებინა უკრაინელი ხალხისთვის, რომ პრეზიდენტები ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით”, – ამის შესახებ „მთავარ არხთან” საუბრისას ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომელიც უკრაინაში იმყოფება.