ღარიბაშვილმა ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი მოინახულა

პუბლიკა

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონული ტურნეს ფარგლებში დღეს კახეთის რეგიონში იმყოფება.

ღარიბაშვილმა ახმეტის ცენტრში მიმდინარე სამუშაოები ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან ერთად დაათვალიერა.

პრემიერმა ახმეტაში შინმოუსვლელთა სკვერისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი მოინახულა, რომელთა სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 551 000 ლარია.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.