მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონული ტურნეს ფარგლებში დღეს კახეთის რეგიონში იმყოფება.
ღარიბაშვილი მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის პრეზენტაციას დაესწრო. ღონისძიების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებმა სუს-ის მიერ დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვები.
„ერთი რამ მინდა, გითხრათ, არაკეთილისმოსურნე, მტრულად განწყობილი, პროვოკატორი და ასე შემდეგ, შესაძლოა, იყოს ძალიან ბევრი ადამიანი. ერთი რამ მინდა იცოდეს ყველამ, რომ სახელმწიფო, ჩვენი მთავრობა არის მოწოდების სიმაღლეზე. ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, რამე პროვოკაცია მოაწყოს ქვეყნის შიგნით. ჩვენ დავიცავთ ყველა მოქალაქეს, დავიცავთ ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას და მშვიდობას.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქვს კონკრეტული ინფორმაციები, როცა საჭირო იქნება ინფორმაციის გამჟღავნება, თუ ჩათვლიან საჭიროდ, მხოლოდ ამის შემდგომ ეცნობება საზოგადოებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.