ღარიბაშვილის თქმით, უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლებისთვის მთავრობამ ყველაფერი გააკეთა

პუბლიკა

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მან როგორც ხელისუფალმა უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლებისთვის ყველაფერი გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილს კახეთში გამართული ღონისძიების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებმა ჰკითხეს რატომ არ მივიდა უკრაინაში დაღუპული მებრძოლების სამძიმარზე.

„კიდევ ერთხელ გირჩევთ დაღუპული მეომრების სახელით სპეკულირება უზნეო საქციელია. ეს თქვენ არ გეხებათ. იცით რას გეტყვით, რაც მევალებოდა, როგორც ხელისუფალს, მთავრობას ყველაფერი გავაკეთე – დაწყებული მათი გადმოსვენებით, ღირსეული სამხედრო წესით დაკრძალვით. დანარჩენი ყველაფერი სპეკულაციაა და კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს.“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.