რუსეთმა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის 287 წევრს პერსონალური შეზღუდვები დაუწესა და აუკრძალა ქვეყანაში შესვლა. აკრძალვის მიზეზი, როგორც მოსკოვში აცხადებენ, დაუსაბუთებელი რუსოფობიური ისტერიის გაღვივებაა.
ბრიტანეთის თემთა პალატის მიმართ დაწესებული შეზღუდვა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ასევე პასუხია თემთა პალატის მსგავს გადაწყვეტილებაზე, როცა შეზღუდვები რუსეთის დუმის 386 დეპუტატს შეეხო.
რუსეთმა აქამდე ქვეყანაში შესვლა აუკრძალა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონსა და მთავრობის სხვა წევრებს.