რუსებმა „აზოვსტალის“ შტურმი დაიწყეს - „უკრაინსკაია პრავდა“

პუბლიკა

რუსმა სამხედროებმა „აზოვსტალის“ ქარხნის შტურმი დაიწყეს. ინფორმაციას „უკრაინსკაია პრავდა“ აზოვის ბატალიონის ერთ-ერთ ლიდერზე სვიატოსლავ პალამარზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჩვენ მთელი ღამე ვიბომბებოდით, ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ახლა კი „აზოვსტალის“ შტურმი მიმდინარეობს“, – თქვა პალამარმა უკრაინულ გამოცემასათან.

მისი თქმით, რუსული ავიაციის მიერ „აზოვსტალის“ დაბომბვის შემდეგ, რუსები ქარხნის შიგნით შეღწევას ცდილობენ. როგორც „უკრაინსკაია პრავდა“ წერს, ქარხანაში გამაგრებულმა მეომრებმა ასევე თქვეს, რომ იციან, ზელენსკი თვალს ადევნებს ქალაქში არსებულ სიტუაციას, მაგრამ ითხოვენ პრეზიდენტისგან გადამწყვეტ მოქმედებას, რადგან სიტუაცია ძალიან რთულია.