თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილს თავისუფლების უვადოდ აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მიიღო.
22 წლის თამაზ მთივლიშვილი 2025 წლის 18 თებერვალს, საკუთარ დაბადების დღეზე განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს.
პროკურატურის ვერსიით, გიორგი პაპაშვილმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაზარალებულს და მასზე იძალადა, რის შედეგადაც თაზო მთივლიშვილმა სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიიღო და შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
ბრალდებული და დანაშაულის ადგილზე მყოფი სხვა პირები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
მოგვიანებით, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს 3 პირი – ვერიკო კაპანაძე, საბა რობაქიძე და ლუკა გვენერაძე, რომლებიც უკვე მსჯავრდებულები არიან.
გიორგი პაპაშვილი მიმალვაში იყო. რუსეთიდან მისი ექსტრადირება 2026 წლის 2 თებერვალს მოხდა.
საერთაშორისო ძებნა მიმდინარეობს კიდევ ერთ პირზე.