უკრაინა: რუსეთში საჰაერო ნაწილი არა ამინდის, არამედ ჩვენი ანტისაჰაერო სისტემის გამო გაუქმდა

პუბლიკა

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრი მანიპულაციას უწოდებს კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მოსკოვში ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავი აღლუმის საჰაერო ნაწილი ამინდის გამო ვერ გაიმართა.

დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრი აცხადებს, რომ საჰაერო ნაწილის გაუქმების მიზეზი სინამდვილეში ის არის, რომ რუსულ ხომალდებს ზოგიერთ ქალაქში, შესაძლოა, უკრაინის ანტისაჰაერო პორტატული თავდაცვის სისტემები შეხვედროდათ.

ცენტრის ცნობით, საჰაერო ნაწილი არა მხოლოდ მოსკოვში, არამედ რუსეთი სხვა ქალაქებში არ გაიმართა. ჯერ კიდევ 2020 წელს აღლუმის საჰაერო ნაწილის ჩატარების მიზნით, ღრუბლების გასაფანტად მთავრობამ 540 მილიონი რუბლი დახარჯა, გასულ წელს კი 417 მილიონი.


როგორც რუსული პროსახელისუფლებო მედიაგამოცემა Tass წერს, მოსკოვის წითელ მოედანზე 9 მაისის აღლუმის საჰაერო ნაწილი ცუდი ამინდის გამო არ გაიმართა.