ქალაქ იზიუმთან კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

პუბლიკა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ოჯახის ინფორმაციით, 38 წლის რატი შურღაია ქალაქ იზიუმთან შეტაკების დროს დაიღუპა.

დაღუპულის დედა პოლონეთში ცხოვრობს. მას შვილთან კონტაქტი ბოლოს 5 დღის წინ ჰქონდა. დედის თქმით, რუსების მიერ კასეტური ბომბების ჩამოგდების შედეგად მან თავისა და გულ-მკერდის არეში მძიმე ჭრილობები მიიღო.