გიორგი გაბუნია: ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას უფრო მეტად, ვიდრე აქამდე

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში გიორგი გაბუნიამ „მთავარი არხის“ ჟურნალისტებთან ერთად საგანგებო განცხადება გააკეთა.

„ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, უფრო მეტად, ვიდრე აქამდე. ახლა კიდევ ერთი მიზეზი გვაქვს იმისთვის, რომ ვიბრძოლოთ ბოლომდე თავისუფლებისთვის, არა მხოლოდ ნიკა გვარამიას თავისუფლებისთვის. ნიკა ჩვენთვის მნიშვნელოვანი სიმბოლოა თავისუფლების. ეს ბრძოლა გაგრძელდება, არ იქნება მარტივი.

„მთავარი არხი“, ნიკა გვარამიას მთავარი ქმნილება გააგრძელებს ჩვეულებრივად მუშაობას. ერთადერთი პრობლემა, რაც ჩვენ გვაქვს, ფინანსური პრობლემებია. ეს მოდის ჩვენი ქვეყნის მდგომარეობიდან, ქვეყანას აღარ აქვს ეკონომიკა და დოვლათი. ბრძოლა გრძელდება იმისთვის, რომ საქართველო იქცეს ისევ სახელმწიფოდ“. – განაცხადა გიორგი გაბუნიამ. ის „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის მოადგილეა.

ნიკა გვარამია სასამართლომ დამნაშავედ ცნო რიგ ბრალდებებში და შეუფარდა 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა, ასევე დააკისრა ჯარიმა 50 000 ლარის სახით. მოსამართლემ გვარამიას სასამართლო დარბაზშივე დააკავების მითითება გასცა.