ლევან ბერძენიშვილის „წმინდა წყვდიადი“ EBRD-ის ლიტერატურული პრემიის ათეულშია

პუბლიკა

2020 წლის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ლიტეარტურული პრემიის გრძელი ნუსხა ცნობილია. ჟიურის 10 შერჩეულ კანდიდატს შორის ლევან ბერძენიშვილის „წმინდა წყვდიადი“ მოხვდა (მთარგმნელები: ჯეიმს ბაერი და ელენ ვეინერი). ასევე ათეულშია ბორის აკუნინის (გრიგოლ ჩხარტიშვილის) რომანი „არ გემშვიდობები“.

ფინალისტების (3 ავტორი და მათი მთარგმნელები) ვინაობა 30 მარტს გახდება ცნობილი. გამარჯვებული ავტორი და მთარგმნელი კი 22 აპრილს 20 ათასი ევროთი დაჯილდოვდებიან.

ჟიური 30-ზე მეტი ქვეყნიდან არჩევს თარგმნილ ნაწარმოებებს. EBRD-ის ლიტერატურული პრემია უკვე მე-3 წელია გაიცემა.