ყირიმში, ნოვოფედოროვკას აეროდრომთან აფეთქებები მოხდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ საკის რაიონში, ნოვოფედოროვკას აეროდრომთან ახლოს აფეთქებები საბრძოლო მასალების საწყობში მოხდა. წინასწარი მონაცემებით არიან დაშავებულები.
მომხდარს ეხმაურება უკრაინის თავდაცვის სამინისტროც. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში უწება წერს, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროსთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
“თუმცა, კიდევ ერთხელ შევახსენებთ სახანძრო უსაფრთხოების წესებს და დაუზუსტებელ ადგილებში მოწევის აკრძალვას. ხანძრის ფაქტი ტერორისტულმა ქვეყანამ შეიძლება გამოიყენოს საინფორმაციო ომში. არ გამოვრიცხავთ, რომ ოკუპანტებმა „შემთხვევით“ იპოვონ რაიმე დამახასიათებელი „შევრონი“, „სავიზიტო ბარათი“ ან თუნდაც „დნმ“. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და დაუჯერეთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს!” – წერს უწყება სოციალურ ქსელში.