უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, – ინფორმაციას პირველ არხთან საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, უკრაინაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ.
„საელჩო კომუნიკაციაშია გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები“, – აცხადებენ სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, დაჭრილია კიდევ სამი მებრძოლი. უწყების ცნობით, ისინი გადაყვანილი არიან საავადმყოფოში და უტარდებათ შესაბამისი მკურნალობის კურსი.