გურჯაანში საავადმყოფოს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს

პუბლიკა

გუშინ, 25 თებერვალს გურჯაანის საავადმყოფოს მიმართულებით იარაღიდან ისროლეს და მინა ჩაამსხვრიეს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო.

ტელეკომპანია „მთავარის” ინფორმაციით, სროლამდე საავადმყოფოში სოფელ ჩუმლაყის ერთ-ერთი მცხოვრები მ.ბ. შეიყვანეს, რომელსაც სხეულზე დაზიანებები ჰქონდა. ტელეკომპანიის ცნობით, უცნობია, როგორ მიიღო ამ პირმა ეს დაზიანება. ტელეკომპანიის  ინფორმაციით, მამაკაცი ნასამართლევია თანასოფლელის მკვლელობის გამო.

მ.ბ.-ს ოჯახის წევრების თქმით,  საავადმყოფოში შეყვანამდე მას ჩხუბი არავისთან მოსვლია და  წაქცევის შედეგად დაშავდა.