გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კრისტინ ლამბრეხტმა უარი განაცხადა უკრაინისთვის საბრძოლო ტანკების მიწოდებაზე. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
„აქამდე არც ერთ ქვეყანას არ მიუწოდებია უკრაინისთვის დასავლური წარმოების ქვეითი საბრძოლო მანქანები ან ძირითადი საბრძოლო ტანკები. ჩვენ შევთანხმდით ჩვენს პარტნიორებთან, რომ გერმანია ცალმხრივად არ განახორციელებს ასეთ ქმედებებს“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.