რუსეთმა იზიუმში გაიმეორა ის, რაც ჩაიდინა ბუჩაში, – ამის შესახებ უკრიანის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისივე თქმით, ამ შემთხვევაშიც რუსი სამხედროების მიერ ადამიანების წამების მკაფიო მტკიცებულებები არსებობს.
„გრძელდება იზიუმთან მასობრივი სამარხის ადგილზე ცხედრების ექსჰუმაცია. ამჟამინდელი მონაცემებით, დადგენილია 440-ზე მეტი საფლავი. იქ დამარხული ადამიანების რაოდენობაზე ჯერ ადრეა საუბარი, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. არის ადამიანების წამების, მათი შეურაცხყოფის მკაფიო მტკიცებულებები…
მეტიც, არის მტკიცებულებები, რომ რუსი სამხედროები, რომელთა პოზიციები აღნიშნული ადგილის სიახლოვეს იყო, მოკლულებს გასართობად ესროდნენ. მსოფლიომ ამ ყველაფერზე რეაგირება უნდა იქონიოს. რუსეთმა გაიმეორა იზიუმში ის, რაც ჩაიდინა ბუჩაში. ჩვენ ჯერ მხოლოდ დავიწყეთ სრული სიმართლის გაგება იმის შესახებ, რაც ხდებოდა ხარკივის ოლქში“, – განაცხადა ზელენსკიმ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის თარგმანი