ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი სომხეთში კონგრესმენთა დელეგაციასთან ერთად ჩავიდა. ეს ნენსი პელოსის პირველი ვიზიტია ერევანში.
პელოსის აეროპორტში სომხეთის პარლამენტის სპიკერი ალენ სიმონიანი და აშშ-ის ელჩი დახვდნენ. მისი ვიზიტი 19 სექტემბრამდე გაგრძელდება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრა. სომხური მედიის ცნობით, შეხვედრაზე ორი ქვეყნის ურთიერთობასა და უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი პრესკონფერენციასაც გამართავს.