უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებას Twitter-ზე ეხმაურება.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებას ეხმიანება.
„სამდღიანი“ ომის 210-ე დღეს, რუსებმა, რომლებიც მოითხოვდნენ უკრაინის განადგურებას, მიიღეს:
- მობილიზაცია;
- ჩაკეტილი საზღვრები და დახურული საბანკო ანგარიშები
- ციხე დეზერტირობისთვის.
ყველაფერი ისევ გეგმის მიხედვითაა, არა? ცხოვრებას დიდი იუმორის გრძნობა აქვს“, – წერს პოდოლიაკი.
რუსეთის პრეზუდენტმა ვლადიმერ პუტინმა დღეს დილით გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა, რომ ქვეყანაში ნაწილობრივ მობილიზაციას აცხადებს.