თბილისობისთვის მიძღვნილ დასკვნით ღონისძიებაზე, თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება 20 ადამიანს მიანიჭა.
საპატიო თბილისელი წელს, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანები გახდნენ, მათ შორის Balenciaga-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი დემნა გვასალია, რეჟისორები მერაბ კოკოჩასვილი და ელდარ შენგელაია, პოეტი ვახტანგ ჯავაძე, მსახიობი თენგიზ არჩვაძე, კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი და ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია.
დემნა გვასალია თბილისის საპატიო მოქალაქედ კახა კალაძემ წარადგინა და თქვა, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში პირადად გადასცემს ჯილდოს,- „თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება ენიჭება ადამიანს, რომელმაც ძალიან დიდი სახელი გაუთქვა ჩვენს ქვეყანას, ადამიანს, რომელმაც მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ ქართველები ვართ უნიჭიერესი ხალხი”.
ნახეთ სრული სია:
მერაბ კოკოჩაშვილი, რეჟისორი
ვახტანგ დავითაია, არქიტექტორი
ელდარ შენგელაია, რეჟისორი
მინდია უგრეხელიძე, სამართალმცოდნე
ჯემალ სეფიაშვილი, კომპოზიტორი
ბადრი ვადაჭკორია, ფოტოხელოვანი
შალვა ამონაშვილი, ფსიქოლოგი
გურამ ბექაია, მეცნიერი
თენგიზ არჩვაძე, მსახიობი
ლაურა იაშვილი, მუსიკოსი
მაია გოთუა, ექიმი
ტარიელ ჭანტურია, პოეტი
ვახტანგ ჯავახაძე, პოეტი
ჯემალ ღაღანიძე, მსახიობი
ილია ხეროდინაშვილი, მეცნიერი
რევაზ ასათიანი, ინჟინერი
ვან ვაიგურთი, ჟურნალისტი
ჰასან ჰასანოვი, დიპლომატი
ელიზაბეტ სომბარტი, პიანისტი
დემნა გვასალია, დიზაინერი