სამხრეთ კეროლაინაში დემოკრატების პრაიმერიზის გამარჯვებული ჯო ბაიდენია

პუბლიკა

აშშ-ში, სამხრეთ კეროლაინას შტატში „დემოკრატიული პარტიის“ პრაიმერიზის გამარჯვებული ყოფილი ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენია. მან ხმების 48,4% მიიღო. მეორე ადგილს იკავებს ბერნი სანდერსი 19,9%-ით.

დემოკრატების კანდიდატთა შორის 48 დელეგატით ბაიდენი დაწინაურდა და მეორე ადგილზე გადაინცვლა, პირველ ადგილს კი 56 დელეგატით ბერნი სანდერსი ინარჩუნებს. 26 დელეგატით მესამე ადგილზე პიტ ბუტეჯეჯია.


„დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობისთვის ნომინაციას დელეგატების რაოდენობა განსაზღვრავს და არა ხმების. დემოკრატების დელეგატთა რაოდენობა 3979-ია. პრაიმერიზებისა და კოკუსების შედეგების მიხედვით კი, დელეგატთა რაოდენობა პროპორციულად ნაწილდება კანდიდატებზე. 3 მარტს, სუპერ სამშაბათს, პრაიმერიზი 14 შტატში გაიმართება და კანდიდატებზე 1357 დელეგატი გადანაწილდება.

დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატის ვინაობა ივლისში გახდება ცნობილი.