გადავკეტოთ პერიმეტრი, დაველოდოთ თებერვალს

ეკა ელოშვილი

პერიმეტრი ჩვენი ტკივილიაისტორიული გამარჯვება და ახალი ისტორიის დაწერა კვლავ რამდენიმე თვით გადაიდო. ისღა დაგვრჩენია, თებერვლისთვისკორსიზისდიდი მარაგი ავიღოთ და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო ორ მატჩს დაველოდოთ. 

უკვეტრადიციაა“, რომ მსროლელ გუნდთან პერიმეტრს პირწმინდად ვაგებთ. ყველამ კარგად შეგვისწავლა და იციან, პერიმეტრიდან შანსი ჩვენთან აუცილებლად ექნებათ. შანსი შანსად და იტალიელებმა საკუთარ კედლებში 16 (!) სამქულიანით რომ გვასიამოვნეს, ეგ აღარაფერში წერია.

შეშლილი პოცეკოს კალათბურთელებმა ყველა წერტილიდან ჩაგვიგდეს და თბილისიდან მსოფლიო ჩემპიონატის საგზურით ხელდამშვენებულები გაემგზავრნენ. ჩვენ კი, როგორც უკვე ვთქვით, თებერვალში ჯერ ნიდერლანდების სტუმრად დამარცხება და ბოლოს, თბილისში, ისლანდიასთან გამარჯვება მოგვიტანს ისტორიაში პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლებას. 

რეიკიავიკი

მძიმე ტრავმისა და რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, ნაკრების კაპიტანითორნიკე შენგელია ისლანდიასთან უმნიშვნელოვანეს მატჩში დაგვიბრუნდა და თან როგორ. თოკოს ანგარიშზე 27 ქულა, 11 მოხსნა, 4 პასი და 1 დაფარება იყო და ფიბამ ის ტურის საუკეთესო მოთამაშეთა შორისაც შეიყვანა.

ჩვენს უშუალო კონკურენტთან მოგებას ოქროს ფასი ჰქონდა და ამით, ფაქტობრივად, ცალი ფეხით წინ წავიწიეთ. კაპიტანთან ერთად, რეიკიავიკში მნიშვნელოვანი ფიგურა იყო დუდა სანაძე, რომელსაც თამაშიც წაუვიდა და რიგ მომენტებში, თავის თავზეც აიღო. 

საქართველოს ნაკრებმა ტაიმი დამაჯერებლად მოიგო, რასაც ვერ ვიტყვით მესამე მეოთხედზე, როცა ზუროსის გუნდს ძალიან ცუდი სტარტი ჰქონდა. შესამჩნევია, რომ მეორე ტაიმის სტარტზე ჩვენს ნაკრებს ხშირად ჩავარდნა აქვს. რომ არა შენგელიასა და რატი ანდრონიკაშვილის ეფექტური ინდივიდუალური თამაში, ჩამორჩენა ალბათ გაცილებით დიდი იქნებოდა. 

ბოლო, გადამწყვეტ მეოთხედში, ზუროსის გუნდს ძალიან საჭირო ფიგურად მიშა ბერიშვილი მოევლინა. მან ზედიზედ სამი სამქულიანი ჩააგდო და გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. საბოლოოდ, 88:85 და გაჩნდა იმედი, რომ NBA-ს ქართული ლეგიონის არყოფნაში, იტალიის გატეხვასაც შევძლებდით. 

თბილისი

ხელი შევუშალოთ, არ ჩავაგდებინოთ“ – მოგვიწოდებდათბილისი არენაზეშეკრებილებს მატჩის წამყვანი. ჩემი, ჩვენი კოლეგებისა და გულშემატკივრების ხმის იოგებზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, მერწმუნეთ, იტალიელები ვერც ერთ ბურთს ვერ ჩააგდებდნენ, არათუ 16 სამიანს. 

პოცეკოს გუნდი თბილისში დიდი დანაკლისით ჩამოვიდა, მთელი რიგი წამყვანი მოთამაშეების გარეშე და ლოგიკურად ვფიქრობდით, რომ ეს ჩვენს შანსებს მნიშვნელოვნად ზრდიდა. თუმცა, როგორც საფეხბურთო ნაკრებმა ვერასდროს გატეხა ირლანდიური ნავსი, ისე საკალათბურთო ნაკრები ვერ უხერხებს ვერაფერს იტალიას, აგერ უკვე 12 მატჩია. 

იტალიელებმა პერიმეტრიდან ჩვენი დაბომბვა პირველივე პერიოდიდან დაიწყეს. მეოთხედის ბოლოს კი, ჩვენს ფარში უკვე 6 სამქულიანი ჰქონდათ ჩაგდებული. იმის გათვალისწინებით, რომ გუნდის ლიდერს, შენგელიას თამაში არ მისდიოდა, ბურთიც ზედიზედ რამდენჯერმე დაკარგა და იტალიელები მას სამმაგ დაცვას ეთამაშებოდნენ, სხვა კალათბურთელების აქტიურობამ და საჭირო ქულებმა ცოტა ამოგვასუნთქა.

ერთერთი საუკეთესო მატჩი ჰქონდა დუდა სანაძეს. თუმცა, როცა ანგარიშს ვათანაბრებდით ან წინ გასვლა შეგვეძლო, ამ აღმაფრენის მომენტებში, იტალიელები მორიგი სამქულიანით ისევ მიწაზე გვანარცხებდნენ. ამ თამაშის რიგი ეპიზოდები იყო კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა შეუშალო საკუთარ თავს ხელიმოქმედებით, არასწორი გადაწყვეტილებით, შეცდომით. 

დიდ შესვენებაზე სტუმრები სამქულიანი უპირატესობით გავიდნენ. ამ დროისთვის მათ უკვე 10 სამქულიანი ჰქონდათ ჩაგდებული. 

როგორც მოსალოდნელი იყო, ბოლო მეოთხედი ყველაზე დაძაბული აღმოჩნდა. შენგელიამ ქულების დაგროვება მესამე პერიოდის ბოლოდან დაიწყო. კვლავ გაიბრწყინა მიშა ბერიშვილმა, რომელმაც უმნიშვნელოვანეს დროს ჩაყარა სამქულიანები და სხვაობა 1 ქულამდე დაიყვანა84:85. ნამდვილი დრამა იყო მატჩის ბოლო 6 წამი, როცა ბურთი საქართველოს ნაკრების იყო და ერთ ზუსტ ტყორცნას შეეძლო ბევრი რამ შეეცვალა, თუმცა, ჩვენს კალათბურთელებს ამისთვის დრო არ ეყოთ. საფინალო სირენის შემდეგ კი, პარკეტზე უკვე იტალიელთა მთავარი მწვრთნელიჯანმარკო პოცეკო დომინირებდა, რომელიც თავისი ექსცენტრიული საქციელითაა ცნობილი. პოცეკო შეშლილივით დარბოდა, თავის მოთამაშეებსა და მიშა ბერიშვილს ეხვეოდა. რატომაც არა, მისი გუნდი ხომ იაპონიაში უკვე გარანტირებულად მიემგზავრება. 

და ზუროსი? ილიასი პოსტზე რჩება და თებერვლის მატჩებში გუნდს კვლავ ის გაუძღვება. 

სად გაუძღვება? იმედია, იაპონიისკენ.