Border circle

ეკა ელოშვილი

სტუმარი

სტატია

ეკა ელოშვილი

ირანი ვახსენეთ და შეუძლებელია არ გავიხსენოთ ის საოცრად ემოციური წუთები, როცა ირანელმა ფეხბურთელებმა ისლამური რესპუბლიკის ჰიმნი არ იმღერეს. „ირანელი ხალხის ხმა უნდა ვიყოთ“ - თქვა მატჩის წინ კაპიტანმა, ეჰსან ჰასაიფმა და მისმა გუნდმა ეს ძალიან შთამბეჭდავად გააკეთა - უხმოდ! ასე იყო ტრიბუნებზეც, მაგრად მოკუმული ტუჩებით, ზემოთ აწეული დროშებითა და მესიჯებით - „ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება“ (Woman Life Freedom)

ეკა ელოშვილი

208 მილიარდად აგებულ სუპერთანამედროვე სტადიონებზე ფეხბურთის მოქმედი ღმერთი ირბენს; იქვე იქნებიან პორტუგალიელი ეგოცენტრიკი და თავხედი ფრანგი ბავშვი, ექსცენტრიული ბრაზილიელი და რობერტ ლევანგოლსკი, ფლეგმა ჰარი კეინი და კლდე კარის ერისთავი ნოიერი, ჩია პროფესორი ლუკა მოდრიჩი და კვარას ძმა ზამბო ანგისა, მარადიული ტომას მიულერი და ბომბდამშენი ლუკაკუ, მფრინავი ფედე ვალვერდე თავისი სუპერ-დუპერ შემტევი ძმებით, ვირჯილი მერსისაიდიდან და მემფისი კატალონიიდან. კიდევ ვინ ვთქვათ, რომ ცოტა ავღელდეთ? მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება, ხალხნო! 

ეკა ელოშვილი

პოცეკოს გუნდი თბილისში დიდი დანაკლისით ჩამოვიდა, მთელი რიგი წამყვანი მოთამაშეების გარეშე და ლოგიკურად ვფიქრობდით, რომ ეს ჩვენს შანსებს მნიშვნელოვნად ზრდიდა. თუმცა, როგორც საფეხბურთო ნაკრებმა ვერასდროს გატეხა ირლანდიური ნავსი, ისე საკალათბურთო ნაკრები ვერ უხერხებს ვერაფერს იტალიას, აგერ უკვე 12 მატჩია. 

ეკა ელოშვილი

დასრულდა. უზბეკეთის დედაქალაქში ტატამი აშალეს და ახლა ყველა სტატისტიკას უკირკიტებს. სამწუხაროდ, 2017 წლის შემდეგ პირველად, საქართველოს ნაკრები გუნდურ ჩათვლაში საუკეთესო ხუთეულს მიღმა დარჩა.

ეკა ელოშვილი

B დივიზიონში ინგლისი, ავსტრია, ჩეხეთი, თურქეთი, ნორვეგია, საბერძნეთი და სხვები გველიან. უფრო მაღალი დონის მეტოქეები, მეტი ხარისხი და უფრო მეტი გამოწვევა. 

ეკა ელოშვილი

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა ნაკრების ბერძენ დამრიგებელს წელს ჩაამთავრებინებს და ცვლილებებზე მერე დაფიქრდება, თუ აპირებენ საერთოდ. ცვლილებები კი, ნამდვილად გვჭირდება.