ზამთარია, სიცივეა... მუნდიალი 208 მილიარდად და დიდი მსხვერპლის ფასად

ეკა ელოშვილი

ის იყო, სტატიის დასასრულისკენ წავედი, რომბი ბი სი“-მ ახალი ინფორმაცია დაგვაწიამუნდიალის დაწყებამდე ორი დღით ადრე, ფიფამ სტადიონებზე ლუდის გაყიდვა აკრძალა. როგორც ჩანს, მასპინძელი ქვეყნის ხელისუფლებამ წარმატებით დააგვირგვინა მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოზე ზეწოლა და ლუდი არ იქნება არსადარც ფიფას გულშემატკივართა ფესტივალზე, არც ფანზონებში, არც სტადიონებზე სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში. არადა, ფიფას მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს კომპანიაბუდვაიზერთან“, რომლისგანაც სასპონსორო თანხა – 75 მილიონი ევრო აქვს მიღებული. 

ანუ, რა ხდება? არც ლუდი, არც ზაფხული, არც იტალია, არც მოლოდინი, არც კიბე, არც წყალი. ახალი ამოცანა გვაქვსროგორ ვუყუროთ მსოფლიო ჩემპიონატს ზამთარში. არადა, არის რაღაცეები, რისი შეცვლაც უბრალოდ არ შეიძლებასაფეხბურთო ციებცხელება ზაფხულში, ლუდის ბოთლებით მაღაზიიდან სირბილი, აივანზე გამოფენილი ღიპტიტველა კაცები, ამოღრიალებაგოოოოოლ, მთელს უბანს რომ აზანზარებს; მერე ეზოებში ღამისთევა და ყაყანი, გარჩევა, კამათი და მომდევნო დღის მოლოდინი, წუთებს რომ ითვლი მატჩის დაწყებამდე. 

ვინ მოგვისპო ეს ბედნიერება და ვინ შემოგვაჩეჩა კატარი? 

კატარი შეცდომა იყო“ – მსოფლიო პრესის ფურცლები მოიარა ფიფას ყოფილი პრეზიდენტის, კორუფციაში მხილებული იოზეფ ბლატერის ინტერვიუმ.

როგორც საფეხბურთო ფუნქციონერი ყვება, 2010 წელს, კატარისთვის ხმის მიცემა უეფას მაშინდელ პრეზიდენტს, მიშელ პლატინის თვით საფრანგეთის პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ სთხოვა. პრეზიდენტმა (ასევე კორუფციაში მხილებულმა) პრეზიდენტს ხათრი ვერ გაუტეხა და ხმა კატარის სასარგებლოდ მისცა. მალევე, კატარმა საფრანგეთისგან რამდენიმე ათეულ მილიარდ დოლარად გამანადგურებლები შეიძინა. ანუ სარკოზის მოვკითხოთ?! 

ასე გახდა ისტორიაში პირველად ახლო აღმოსავლეთის ქვეყანა მუნდიალის მასპინძელი. მაშინდელი პროგნოზები გავიხსენოთყველა ელოდა, რომ 2022 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლებას აშშ მიიღებდა. თუმცა, მსოფლიო პოლიტიკამ და ფიფას დაუღალავმა კორუფციულმა მოძრაობამ დევიზით – „მუნდიალი კატარში ფეხბურთის განვითარებისთვის“ – ყველაფერი თავისებურად გადაწყვიტა და მივიღეთ ჩემპიონატი ზამთარშიჩვენი ფსიქიკისთვის აბსოლუტურად შოკისმომგვრელი რამ. 

სისხლით აგებული სტადიონები

უკვე წლებია, მუნდიალის მასპინძელი ქვეყნიდან ერთმანეთზე უარესი ამბები გამოდის, რომლებიც, ძირითადად, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს ეხება. მიმდინარე წლის აპრილში, ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციამ – Amnesty International, გამოაქვეყნა 74-გვერდიანი რეპორტი, სადაც ნათქვამია, რომ კატარში უამრავი ადამიანი იძულებითი შრომის მსხვერპლი გახდა და განსაკუთრებული სისასტიკით მიგრანტ მუშებს ექცევიან. ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ ფიფამ და კატარის უმაღლესმა კომიტეტმა დამსაქმებელი კომპანიებისგან უდიდესი სარგებელი მიიღეს. 

გარდიანისცნობით, 2010 წლიდან 2021 წლამდე, სამშენებლო სამუშაოებზე 6500-ზე მეტი მუშა გარდაიცვალა. საუბარია ინდოელ, პაკისტანელ, ნეპალელ, ბანგლადეშელ და შრილანკელ მუშამიგრანტებზე. ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, გარდაცვლილთა რეალური რაოდენობა გაცილებით მეტია. გარდაცვალების ცნობების 70%-ში კი, „ბუნებრივი სიკვდილიდაგულის გაჩერებაწერია. 

ამასთან დაკავშირებით, ყველაზე ხმამაღალ პროტესტს დანიელები გამოთქვამენ. დანიის ნაკრები მუნდიალზე კატარის საპროტესტო მაისურებით ითამაშებს. მათი მესამე სათამაშო ფორმა შავი იქნება, რომელიც გლოვის ფერს უკავშირდება. 

არ უნდა დავუშვათ იმ ტურნირის მხარდაჭერა, რომელმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირანათქვამია ნაკრების ტექნიკური სპონსორის, კომპანიაჰუმელისგანცხადებაში. 

ჩემპიონატის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე კი, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, კატარის ამირა პუტინს შეხვდა და მადლობები უხადა. დიახ, არ მოგესმათ. თურმე, რუსებს მუნდიალის ორგანიზებაში უდიდესი დახმარება გაუწევიათ. ამირა თამიმ ბინ ჰამად ალთანი ამაყობს რუსეთისა და კატარის კარგი ურთიერთობებით. პუტინთან. რუსეთთან. პუტინის რუსეთთან. 

კატარის მუნდიალის საორგანიზაციო კომიტეტთან თანამშრომლობისთვის გვარიანად გაილანძღა დევიდ ბექჰემი. ბექზი ჩემპიონატის ერთერთი ელჩია და სარეკლამო ვიდეოში მონაწილეობს, რომელშიც კატარს აქებს და რისთვისაც ის წელიწადში 10 მილიონ ფუნტს იღებს. ინგლისური ფეხბურთის ლეგენდას სამშობლოში გაუწყრნენ – „სისხლიანი ფულის გამო სული გაყიდა“. 

აქვე უნდა ვახსენოთ ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაცია Open Stadiums, რომელიც ფიფასთვის გაგზავნილ ღია წერილში მუნდიალიდან ირანის ნაკრების მოკვეთას ითხოვდა. ირანელთა წინააღმდეგ უკრაინის ფეხბურთის ფედერაციაც გამოვიდა და ამას ლოგიკური ახსნაც აქვსირანი ხომ რუსეთს დრონებს აწვდის. რა თქმა უნდა, ფიფაში ეს საკითხი არც განუხილავთ. ირანული ფეხბურთის ლეგენდაალი დაეი კი, მუნდიალს პროტესტის ნიშნად არ დაესწრება. ვეტერანი ფეხბურთელი ამით მხარდაჭერას უცხადებს იმ ადამიანებს, რომლებმაც ირანში შექმნილი არეულობის გამო ახლობლები დაკარგეს. 

სად გაურბით ენა კატარელებს 

კატარში ჰომოსექსუალობა აკრძალულია და მკაცრად ისჯება. ამ წესისა და უცნაური ლექსიკით გაკეთებული განცხადებების გამო, კატარის ოფიციალურ პირებს თავს კრიტიკის მორიგი ქარცეცხლი დაატყდათ. მაგალითად, ხალიდ სალმანი, ყოფილი ფეხბურთელი და მუნდიალის სახე. გერმანულ ZDF-თან ინტერვიუში, სალმანმა ჰომოსექსუალობას „მენტალური დაზიანებადა ცოდვა უწოდა. საინტერესოა, რომ ამის თქმის შემდეგ, მუნდიალის საორგანიზაციო კომიტეტის პრესსამსახურის უფროსმა მას ინტერვიუ შეაწყვეტინა. გერმანულმა არხმა გადაღებული მასალა გამოაქვეყნა და სალმანმა გერმანელი ფანების დიდი რისხვა დაიმსახურა. „ბაიერნისფანებმა სტადიონზე ბანერები გამოფინეს„Damaged Mind? F**k you Khalid & Co.“ გერმანიის ნაკრების კაპიტანსმანუელ ნოიერს კი, მუნდიალზე სპეციალური სამკლავური ექნება; ნიშნად იმისა, რომ დისკრიმინაციის წინააღმდეგია. 

მუნდიალი საკლუბო სეზონის პირველ ნახევარში?! 

უცნაურ დროსა და უცნაურ ადგილას დანიშნული მუნდიალი საკლუბო ფეხბურთში და არამხოლოდ, დიდ უკმაყოფილებას იწვევს. მწვრთნელები შიშობენ, რომ სეზონის გასაგრძელებლად ფეხბურთელებს რესურსი არ ეყოფათ და ვერც ტრავმებს აირიდებენ თავიდან. 

განსაკუთრებულადაა გაბრაზებული იურგენ კლოპი, რომელიც ხმამაღალი განცხადებების გაკეთებას არ ერიდება. „მერსისაიდელთაგერმანელი თავკაცი ამბობს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი არასწორ პერიოდში, არასწორი მიზეზებით იმართება და ისედაც გადატვირთული ფეხბურთელები სეზონის ბოლომდე ამას ფიზიკურად ვერ გაუძლებენ. 

გიჟური სეზონია. რა იქნება მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, არც კი მინდა ვიფიქრო“ – ამბობს პეპ გუარდიოლა. „სიტისმთავარი მწვრთნელის თქმით, არ გამორიცხავს, მინდორზე კლუბის ფიზიოთერაპევტების გაყვანა მოუწიოს, ფეხბურთელების ნაცვლად. 

ფიფას და მუნდიალის ორგანიზატორებს არც ნაკრებების მწვრთნელები ინდობენ. მკვეთრი განცხადებები გააკეთეს ლუის ვან გაალმა და ჰანსი ფლიკმა. „ეს არ იქნება სახალხო მუნდიალი“ – ამბობს ბუნდესნაკრების დამრიგებელი. ნიდერლანდელი მწვრთნელის თქმით კი, ფიფაში ფულსა და კომერციულ ინტერესებზე ფიქრობენ და არა კატარში ფეხბურთის განვითარებაზე. 

ამ ყველაფრის ფონზე, რა გასაკვირია, რომ სპორტული ინტერესები სკანდალებმა დაჩრდილა. არადა, რომ დავფიქრდეთ, 208 მილიარდად აგებულ სუპერთანამედროვე სტადიონებზე ფეხბურთის მოქმედი ღმერთი ირბენს; იქვე იქნებიან პორტუგალიელი ეგოცენტრიკი და თავხედი ფრანგი ბავშვი, ექსცენტრიული ბრაზილიელი და რობერტ ლევანგოლსკი, ფლეგმა ჰარი კეინი და კლდე კარის ერისთავი ნოიერი, ჩია პროფესორი ლუკა მოდრიჩი და კვარას ძმა ზამბო ანგისა, მარადიული ტომას მიულერი და ბომბდამშენი ლუკაკუ, მფრინავი ფედე ვალვერდე თავისი სუპერდუპერ შემტევი ძმებით, ვირჯილი მერსისაიდიდან და მემფისი კატალონიიდან. კიდევ ვინ ვთქვათ, რომ ცოტა ავღელდეთ? მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება, ხალხნო! 

ბოლოს, ჰარი კეინის არ იყოს, ტურნირის ფავორიტად მეც იტალიის ნაკრებს დავასახელებ და აბა, წავედით! 

20 ნოემბერი, 20:00 საათი, კატარიეკვადორს ჩავუჯდეთ!