Border circle

ეკა ელოშვილი

სტუმარი

სტატია

ეკა ელოშვილი

ზღაპრის ბოლო კეთილია კი არა, ზოგჯერ მაგაზე მაგარია. ნამდვილად არ ვიცი, როგორი დასასრული აქვს კ(ყ)ატარულ ზღაპრებს, მაგრამ ჩვენი წლევანდელი მსოფლიო დონის „ზღაპარი“ ასე ფანტასტიკურად რომ დასრულდა, ახლა ამაზე მხოლოდ ეროვნულ დონეზე კი არა, მთელ მსოფლიოში ლაპარაკობენ, წერენ და უჩვენებენ. 

ეკა ელოშვილი

10 მაისიდან, წინა ხაზზე ჩვენი ნაკრების დამრტყმელი ძალა გამოდის. შესაბამისად და ლოგიკურად, მედლებს ყოველდღე ველოდებით. 

ეკა ელოშვილი

ჰოდა, აქ და ახლა, მას მინდა მივმართო - ძალიან დიდი ხარ, შერმო, ძალიან დიდი! მადლიერების გამომხატველი ვერც ერთი სიტყვა ვერ იტევს იმას, რასაც შენს მიმართ ვგრძნობთ.

ეკა ელოშვილი

შეხედეთ ამ თასს, რა ლამაზია! შეხედეთ ამ კაცს, როგორ უხდება ეს ლამაზი თასი. ზედიზედ მეორე მუნდიალზე ღმერთი კაცთა შორის საუკეთესოდ დასახელდა და ისტორიაში პირველია, ვინც ეს შეძლო. 

ეკა ელოშვილი

მოკლედ, კვირას საოცარი ფინალი იქნება - არანორმალურად მაგარი ამბავი უმაგრესი პერსონაჟებით. საოცარი ფინალი - თავისი მნიშვნელობით, თემატურობით, ქვეტექსტებით, დუელებით. 

ეკა ელოშვილი

ჩხუბსა და გარჩევებზე ბევრი დაიწერა და ამაზე დროს აღარ წაგართმევთ. ბევრი თვლის, რომ არგენტინელების „ბინძური“ საქციელი ფეხბურთს არ შეეფერება, არასპორტული და უღირსი საქციელია. მე კი, მსოფლიოს დანარჩენ ნაწილთან ერთად მგონია, რომ ეს სპორტის ამ სახეობის ნაწილია და ყველა ყოველთვის იდეალური ვერ იქნება. ადამიანებს ძირითადად ემოციები გვმართავს და ლეოც ნახევრად ადამიანია, ზოგჯერ. 

ეკა ელოშვილი

ალბათ, არ ვიდავებთ, რომ ბრაზილია განსაკუთრებულია. ფეხბურთის მიმართ მათი არანორმალური ვნება, ყველა წამის დღესასწაულად და შოუდ ქცევა, ის გიჟური მიზიდულობა, სულ რომ გინდა უყურო - გაიტანონ, იცეკვონ, მერე კიდევ გაიტანონ, კიდევ იცეკვონ, გაფუჭებულ მომენტებზე იცინონ, ღვაწლმოსილი მწვრთნელი აცეკვონ, რიტმი სხეულის ყველა ნაწილში ჰქონდეთ გამჯდარი, იმღერონ და იცეკვონ მაშინაც, როცა მთლად საცეკვაოდ არ აქვთ საქმე; მეტოქის საჯარიმოში აკრობატულ დარტყმებს ასრულებდეს 39 წლის მცველი დანი ალვეში - ესაა ვაჟთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „სელესაო“. 

ეკა ელოშვილი

შესაძლოა, გერმანიის ფიასკომ და სპორტულმა შედეგმა ეს ფაქტი ბევრისთვის გააუფერულა, თუმცა არა მათთვის, ვინც წლების განმავლობაში შრომობს და იბრძვის სპორტში გენდერული სტერეოტიპების დასანგრევად. სამუშაო კი, ძალიან ბევრია, რადგან მუნდიალზე, მამაკაცთა „შეურყვნელ“ სამყაროში ქალი არბიტრის გამოჩენის შემდეგ, სოციალურ ქსელებში კვლავ უამრავი სექსისტური „მარგალიტი“ წავიკითხეთ. 

ეკა ელოშვილი

ზოგჯერ ღმერთი იღბალს საკუთარი თავისთვისაც იმეტებს. 64-ე წუთი, უზუსტესი დარტყმა, ზეაღმართული ხელები. ცას ახედა, დაელაპარაკა იქ, ზემოთ და მერე ენცოსაც გაატანინა. ღმერთი ისევ საქმეშია. თუმცა, წინ მესამე, გადამწყვეტი ტურია. 

ეკა ელოშვილი

ირანი ვახსენეთ და შეუძლებელია არ გავიხსენოთ ის საოცრად ემოციური წუთები, როცა ირანელმა ფეხბურთელებმა ისლამური რესპუბლიკის ჰიმნი არ იმღერეს. „ირანელი ხალხის ხმა უნდა ვიყოთ“ - თქვა მატჩის წინ კაპიტანმა, ეჰსან ჰასაიფმა და მისმა გუნდმა ეს ძალიან შთამბეჭდავად გააკეთა - უხმოდ! ასე იყო ტრიბუნებზეც, მაგრად მოკუმული ტუჩებით, ზემოთ აწეული დროშებითა და მესიჯებით - „ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება“ (Woman Life Freedom)

ეკა ელოშვილი

208 მილიარდად აგებულ სუპერთანამედროვე სტადიონებზე ფეხბურთის მოქმედი ღმერთი ირბენს; იქვე იქნებიან პორტუგალიელი ეგოცენტრიკი და თავხედი ფრანგი ბავშვი, ექსცენტრიული ბრაზილიელი და რობერტ ლევანგოლსკი, ფლეგმა ჰარი კეინი და კლდე კარის ერისთავი ნოიერი, ჩია პროფესორი ლუკა მოდრიჩი და კვარას ძმა ზამბო ანგისა, მარადიული ტომას მიულერი და ბომბდამშენი ლუკაკუ, მფრინავი ფედე ვალვერდე თავისი სუპერ-დუპერ შემტევი ძმებით, ვირჯილი მერსისაიდიდან და მემფისი კატალონიიდან. კიდევ ვინ ვთქვათ, რომ ცოტა ავღელდეთ? მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება, ხალხნო! 

ეკა ელოშვილი

პოცეკოს გუნდი თბილისში დიდი დანაკლისით ჩამოვიდა, მთელი რიგი წამყვანი მოთამაშეების გარეშე და ლოგიკურად ვფიქრობდით, რომ ეს ჩვენს შანსებს მნიშვნელოვნად ზრდიდა. თუმცა, როგორც საფეხბურთო ნაკრებმა ვერასდროს გატეხა ირლანდიური ნავსი, ისე საკალათბურთო ნაკრები ვერ უხერხებს ვერაფერს იტალიას, აგერ უკვე 12 მატჩია. 

ეკა ელოშვილი

დასრულდა. უზბეკეთის დედაქალაქში ტატამი აშალეს და ახლა ყველა სტატისტიკას უკირკიტებს. სამწუხაროდ, 2017 წლის შემდეგ პირველად, საქართველოს ნაკრები გუნდურ ჩათვლაში საუკეთესო ხუთეულს მიღმა დარჩა.

ეკა ელოშვილი

B დივიზიონში ინგლისი, ავსტრია, ჩეხეთი, თურქეთი, ნორვეგია, საბერძნეთი და სხვები გველიან. უფრო მაღალი დონის მეტოქეები, მეტი ხარისხი და უფრო მეტი გამოწვევა. 

ეკა ელოშვილი

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა ნაკრების ბერძენ დამრიგებელს წელს ჩაამთავრებინებს და ცვლილებებზე მერე დაფიქრდება, თუ აპირებენ საერთოდ. ცვლილებები კი, ნამდვილად გვჭირდება.