მომავალ წელს პიროტექნიკასთან დაკავშირებით გარკვეულ გადაწყვეტილებებს მივიღებთ - კალაძე

პუბლიკა

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, ის იზიარებს პოზიციას, რომ პიროტექნიკის რეალიზაცია უნდა დარეგულირდეს და მომავალ წელს ამასთან დაკავშირებით გარკვეულ გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

„ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან ბევრი დაიწერა ამასთან დაკავშირებით და მეც ვეთანხმები, რომ სამომავლოდ აუცილებლად უნდა აიკრძალოს. იმიტომ, რომ ძალიან ბევრი დაზიანება ხდება, განსაკუთრებით, პატარებში.

რა თქმა უნდა, მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ეს ყველაფერი უნდა იყოს დარეგულირებული და მომავალი წლიდან აუცილებლად მივიღებთ გარკვეულ გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.