საქართველოში ყოველ მეხუთე ოჯახს საჭმლის სამყოფი ფული არ აქვს - NDI

პუბლიკა

საქართველოში ყოველი მეხუთე მოქალაქე უმუშევარია, – ასეთია მონაცემები NDI-ის ახალი საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით. მოსახლეობა ეკონომიკის მთავარ გამოწვევებად უმუშევრობას, ფასების ზრდასა და დაბალ ხელფასებ ასახელებს.

NDI-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს ყოველი მეხუთე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს. ასევე, რაც შეეხებათ ახალგაზრდებს, მათ მესამედს ემიგრაციაში წასვლა სურს.

2022 წლის დეკმებრის გამოკითხვის შედეგებით, მოსახლეობის 20% აცხადებს, რომ დაუსაქმებელია. უმუშევართა უმრავლესობა ამბობს, რომ სამსახურს ან საერთოდ ვერ პოულობს ან შესაფერისი ანაზღაურებით:

უმრავლესობას, 51%-ს ეჭვი ეპარება, რომ მთავრობა ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას შეძლებს.

მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა – 98% ფასების მომატებაზე წუხს. ამასთან, კვლევის შედეგებით, ყოველ მეხუთე ოჯახს საჭმლის სამყოფი ფული არ აქვს:

ყოველი მეორე – 55% ამბობს, რომ ბოლო 6 თვის მანძილზე ყოფილა შემთხვევა, როცა კომუნალურის გადასახდელად საკმარისი ფული არ ჰქონია;

მოქალაქეთა უმრავლესობა ოჯახის შემოსავალს, ძირითადად, საკვებზე, კომუნალურ გადასახადებზე, წამლებსა და სესხებზე ხარჯავს:


NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით განხორციელდა.კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ. აღნიშნული ანგარიში 3 დეკემბრიდან – 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1.6%-ია.