გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა 20 წლის მამაკაცს, რომელსაც ბრალად 7 წლის დისშვილის გაუპატიურება ედება.
გადაწყვეტილება სასამართლომ დღეს, 3 თებერვალს გამოაცხადა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 15-იდან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობით ისჯება.
სკოლის წარმომადგენლის განცხადებით შესაძლო დანაშაულის შესახებ ბავშვმა სკოლაში თქვა, რის შემდეგაც პოლიციას მანდატურის სამსახური დაუკავშირდა.