შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1985 წელს დაბადებული მ.ხ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მ.ხ.-მ მეუღლეს – 1992 წელს დაბადებულ ლ.ო.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა“, – აცხადებს უწყება.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.