„იმედის“ ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობაში ცვლილებებია

პუბლიკა

სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ ცნობით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ვლადიმერ ჩაჩიბაია და ნინო იობაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მრჩევლებად დაინიშნენ, გიორგი ხელაშვილი კი მუშაობას პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლის თანამდებობაზე გააგრძელებს.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უმრავლესობას დეპუტატები ტოვებენ, რუსული კანონის ჩაგდების შემდეგ გავრცელდა.

ვლადიმერ ჩაჩიბაია, ნინო იობაშვილი და გიორგი ხელაშვილი ის დეპუტატები არიან, რომლებმაც რუსულ კანონს მხარი არ დაუჭირეს.