ნორვეგიის ელჩი: გაოგნებული ვარ ტერორისტ ბრეივიკთან შედარებით, უაღრესად უადგილოდ მიმაჩნია

პუბლიკა

ტელეკომპანია „მთავარმა“ ნორვეგიის ელჩს საქართველოში ჰელენ სანდ ანდერსენს მიხეილს სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემის შესახებ დაუსვა შეკითხვა.

ნორვეგიის ელჩის წერილობით პასუხში, რომელსაც „მთავარი არხი“ ავრცელებს, ნათქვამია, რომ ჯილდოს, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიიღო ნორვეგიის კონსერვატიული პარტია ყოველწლიურად გასცემს და ის არ გამოხატავს ნორვეგიის მთავრობის პოზიციებს.

„ნორვეგიის საელჩო თბილისში ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის დაჯილდოების თაობაზე ინფორმირებული არ ყოფილა იქამდე, სანამ ამის შესახებ ინფორმაციას მედიაში არ გავეცანით. დავამატებ, რომ მე გაოგნებული ვარ ტერორისტ ბერინგ ბრეივიკთან შედარებით, რაც  უაღრესად უადგილოდ მიმაჩნია”, – თქვა ნორვეგიის ელჩმა.

გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილი ბრეივიკს შეადარა და თქვა, რომ სააკაშვილისთვის ჯილდოს განაცემა ნორვეგიაში იგივეა, რომ რომელიმე ქვეყანამ ჯილდო გადასცეს ბრეივიკს.