კობახიძე: განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ბრეივიკმა შეიწირა 77 ადამიანი, სააკაშვილმა - ასეულობით

პუბლიკა

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ცინიზმი უწოდა მიხეილ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებების დარგში ჯილდოს გადაცემას.

„ეს არის ცინიხმი, არ აქვს მნიშვნელობა ვინ ანიჭებს. როდესაც ნორვეგიაში, ადამიანის უფლებების დარგში ენიჭება ჯილდო სააკაშვილს, ეს არის უბრალოდ ცინიზმი. რაც შეეხება ბრეივიკთან შედარებას, მე ერთ რამეს ვიტყოდი, რომ პრინციპული განსხვავება ერთადერთია ბრეივიკსა და სააკაშვილს შორის: ბრეივიკმა შეიწირა მხოლოდ 77 ადამიანის სიცოცხლე და სააკაშვილმა შეიწირა ასეულობით ადამიანის სიცოცხლე ციხეებში, აგვისტოში და ა.შ. ეს არის ერთადერთი პრინციპული განსხვავება ბრეივიკსა და სააკაშვილს შორის“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

იგივე გაიმეორა „ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ და თქვა, რომ „ბრეივიკმა ხელი თავად გამოჰკრა სასხლეტს, ხოლო მიხეილ სააკაშვილმა შექმნა სისტემა, სადაც სასხლეტზე ხელის გამომკვრელი ბევრი ადამიანი იყო“.

გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილი ბრეივიკს შეადარა და თქვა, რომ სააკაშვილისთვის ჯილდოს განაცემა ნორვეგიაში იგივეა, რომ რომელიმე ქვეყანამ ჯილდო გადასცეს ბრეივიკს.