საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დღეს მთავრობის ხდომაზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი არ უხსენებია, თუმცა მის საქმეზე ისაუბრა და თქვა, რომ ადამიანი ვინც პოლიციელს „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა, ანარქისტია.
„რამდენიმე დღის წინ პოლიციამ დააკავა პოლიციელზე თავდამსხმელი, ჩვენ ვნახეთ კადრები, ერთ-ერთმა ანარქისტმა როგორ ესროლა პოლიციას „მოლოტოვის კოქტეილი“ ანუ ამ ადამიანს განზრახული ჰქონდა პოლიციელის დაწვა. მე გამოვედი და ვთქვი ჩემი პოზოცია, ამას არავის არ ვაპატიებთ. ეს არის მიუღებელი, წითელი ხაზი, რომელზეც ჩვენ ვიქნებით უკომპრომისოები“, – თქვა მან.
ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე არაერთხელ გაიმეორა, რომ „ანარქისტებს ქვეყანაში დესტაბილიზაცია უნდოდათ, მაგრამ არ გამოუვიდათ“. მან მადლობა გადაუხადა პოლიციას რეაგირებისთვის.