პრეზიდენტის ადმინისტრაცია: ხვალ დაგეგმილი ღონისძიება აპოლიტიკურია

პუბლიკა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ხვალინდელ ღონისძიებასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ შეხვედრა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ქალებთან აპოლიტიკურია და მოძრაობის დაფუძნებას არ ისახავს მიზნად.

„ხვალ, 9 აპრილს, საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს, საქართველოს პრეზიდენტი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ქალებს უმასპინძლებს, რათა ერთად აღვნიშნოთ ეს მნიშვნელოვანი თარიღი და ერთად გამოვხატოთ მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ.

საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობების გამო, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ისევე როგორც სხვა ღონისძიებები, რომლებიც პრეზიდენტის ეგიდით ტარდება, ეს ღონისძიებაც აპოლიტიკურია და მიზნად არ ისახავს არანაირი მოძრაობის დაფუძნებასა თუ ჩამოყალიბებას, “- ნათქვამია განცხადებაში.