ღარიბაშვილმა ალიევთან ერთად სურსათის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერა

პუბლიკა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზრებაიჯანში ილჰამ ალიევთან ერთად გაბალის სურსათის გადამამუშავებელი საწარმიო დაათვალიერა, ასევე ის ამავე საწარმოს მომსახურების ცენტრში ASAN Service-შიც იმყოფებოდა.

„მთავრობის მეთაურმა ქარხანა დაათვალიერა და წარმოების პროცესს გაეცნო. გაბალის სურსათის გადამამუშავებელი საწარმო 13 ჰა ფართობზე მდებარეობს და ყველაზე მოწინავე საკონსერვო ქარხანაა სამხრეთ კავკასიაში, “- ამბობენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გუშინ გაემგზავრა.