„ახალი ნიურნბერგის“ დრო და თავისებურებანი

დავით ბუხრიკიძე

უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული რუსული აგრესიიდან ერთი წლის შემდეგ პოზნანის თეატრმა დადგა მილიტარისტულსატირული პიესა სახელწოდებით – „ჰააგა“. უკრაინელი დრამატურგის, საშა დენისოვას ტექსტი რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის ფინალურ უტოპიას აღწერს, რაც შესაძლოა უახლოეს მომავალში რეალობად იქცესროგორ ასამართლებენ სამხედრო დამნაშავეებსა და პუტინის რეჟიმს  ჰააგის სასამართლო პროცესზე.

უნდა ითქვას, რომჰააგაარის ყველაზე მასშტაბური და მძლავრი თეატრალური წარმოდგენამანიფესტი, რომელიც უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ შეიქმნა. მისი ავტორია დრამატურგი, მწერალი და რეჟისორი საშა დენისოვა, რომელიც ჯერ უკრაინაში, ხოლო შემდეგ მოსკოვში ცხოვრობდა და მუშაობდა (სადაც, სხვათა შორის,  რამდენიმე წელი იდგმებოდა მისი აბსურდული ჟანრის პიესები). 

2022 წლის თებერვალში, ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, ისპერსონა ნონ გრატადგამოაცხადეს და იძულებული გახდა, სასწრაფოდ დაეტოვებინა მოსკოვი და რუსეთი. ერთი წლის განმავლობაში საშა დენისოვა პოლონეთში ცხოვრობდა, სადაც დაწერა კიდეც პიესაჰააგა“. მალევე, ივნისში, ამავე სახელწოდების სპექტაკლი მან პოზნანის დრამატულ თეატრში დადგა. 

 

პრემიერამ დიდი რეზონანსი გამოიწვია და პიესით ევროპის სხვადასხვა თეატრი დაინტერესდა. ივნისის ბოლოსჰააგაამერიკაში, ბოსტონის დრამატულ თეატრშიც დაიდგა და ყველაზე ცნობილმა ამერიკულმა გამოცემებმა – „ვაშინგტონ პოსტმადანიუიორკ ტაიმსმავრცელი რეცენზიებიც მიუძღვნეს.

ამჯერად გაგაცნობთ პოლონური წარმოდგენის შესახებ გამოქვეყნებული რეცენზიებისა და შეფასებების ფრაგმენტებს:

ჩვენ ნაბიჯნაბიჯ ვხედავთ, თუ როგორ იკვეთება ჰააგის ტრიბუნალი ომის დამთავრებიდან რამდენიმე წელიწადში. სასამართლოს მომხსენებელი უკრაინელი გოგონაა (ამ როლს ანა სპრინგერი ასრულებს – პოლონური თეატრის გამორჩეული მსახიობი და ვარსკვლავი), რომლის წარმოსახვაშიც თამაშდება მთელი სპექტაკლი. ის თითქოს უკრაინული ოჯახებიდან გატაცებული ათასობით ბავშვის ხმას გვამცნობს, რომელთაც სამშობლოს დატოვება მოუხდათ

პუტინი, კადიროვი, შოიგუ, მატვიენკო, სიმონიანი, პრიგოჟინი, პატრუშევი, სუროვიკინი, სურკოვი, კოვალჩუკირუსული პოლიტიკის ეს ოდიოზური ფიგურები თანდათან ჩნდებიან სცენაზე და რაღაც მომენტში, გრძელი მაგიდის ირგვლივ იკრიბებიან. ისე რომ, „საიდუმლო სერობისკარგად ნაცნობ კომპოზიციას ქმნიან. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ  პოლონელი თეატრალური მაყურებლის ნაწილი არ იცნობს მათ, ამიტომ რეჟისორს თითოეული პერსონაჟის ერთგვარი წარდგენა უწევს. 

ეს უცნაურ, მაგრამ აუცილებელ შემეცნებით  გაკვეთილს გულისხმობს, თუმცა მოქმედება მალე აჩქარდება და კონვენციები ისევე იცვლება, როგორც კომპიუტერულ თამაშში: სასამართლო დრამასატირად, კაბარეშავბნელი ზღაპრის ფინალად, სიურრეალისტური მოგზაურობასასტიკ და დამცინავ რეალიზმად.

ჰააგაარის შურისძიებისა და შეუძლებელი კათარზისის მაგალითიც, რადგან სასამართლოს შეუძლია, დამნაშავეების წინააღმდეგ საქმეები ისე წარმართოს, რომ მაყურებელს თანაგრძნობის მისხალიც არ გაუჩნდეს. ისევე როგორც ტრადიციულ ამერიკულ სასამართლო დრამაში, ამ სპექტაკლშიც არსებობენ პროკურორი (კატარჟინა პილიჩოვსკა) და ადვოკატი (ჯეიმს მალკოლმი), ორი ძლიერი და სიმპათიური პერსონაჟი.

კონრად ჰეტელის სცენოგრაფია გვეხმარება, ერთი წუთითაც არ დაგვავიწყდეს, სად მიმდინარეობს სასამართლო პროცესი. „ჰააგა“, ფაქტობრივად, სამხედრო საწყობია, სადაც დიდძალი იარაღი ინახება. თეატრალური სივრცე დრო და დრო მარიუპოლის, ბუჩის ან კიევის რომელიღაც სასკოლო ოთახად იქცევა; იარაღისა და პირველადი სამედიცინო დახმარების საწყობად. თუმცა საკლასო ოთახი მაინც საკლასო ოთახია და მერხებთან მჯდომი ბრალდებულები სტუდენტების როლში არიან გამოყვანილნიისინი ღვთისგან მიტოვებულები  არიან, ვიტოლდ გომბროვიჩის პერსონაჟებივით და მოკლებულნი ყოველგვარ საშუალებას, საკუთარი ბედისწერა შეცვალონ. შეიძლება იფიქროთ, რომ ეს რუსულიპოლიტიკური ელიტისათვისსპეციალურად აგებული ციხეა,  რომლის წარმომადგენლები დაუსრულებლად სწავლობენ დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს.

ბრალდებულები მუდმივად ქსოვენ ინტრიგებს, ცდილობენ, რაღაც ალიანსები შექმნან, რომლებიც მყიფეა და მალევე იშლება შეთანხმების მიღწევამდე. ნიკოლაი პატრუშევი (მიხალ კალეტა), პუტინის უახლოესი თანამოაზრე და რუსეთის ფსბს ხელმძღვანელი, განუწყვეტლივ იმეორებს ყველაზე იდიოტურ შეთქმულების თეორიებს ბრიტანეთის იმპერიული მისწრაფებების ან გარეული ბატების ბიოლოგიურ იარაღად გამოყენების შესახებ 

ვლადისლავ სურკოვი (პაველ სივიაკი), პუტინის ყოფილი იდეოლოგი დარუსული სამყაროს“ („რუსსკი მირ“) შემქმნელი, პუტინს ურჩევს, ყველა დანაშაული თავის თავზე აიღოს, რადგან ასეთ შემთხვევაშირუსეთს ის კიდევ უფრო შეუყვარდება“. ოლიგარქი იური კოვალჩუკი (ანჯეი შუბსკი) მღერის ბულატ ოკუჯავას რომანსებს და ემშვიდობება მითს დიდი რუსეთის უძლეველობის შესახებ. ვალენტინა მატვიენკო (კორნელია ტრავკოვსკაია), რუსეთის ფედერაციის ფედერალური ასამბლეის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე (რომელმაც ხელი მოაწერა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის აქტს), ფარულად ლოთობს და გასქელებულ უკანალზე წუხს. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ (მარიუშ ადამსკი) ცდილობს, თავისი მონღოლური ფესვები წარმოაჩინოს და ამტკიცებს, რომ თავიდანვე გრძნობდა თავს რუსების მიერ დაჩაგრული უმცირესობის წევრად. მარგარიტა სიმონიანი (მონიკა როშკო),  ტელეწამყვანი და სახელმწიფო პროპაგანდის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონა, თავს იცავს იმით, რომ ხელისუფლება მას მუდმივად  ატერორებსხოლო, რაზე ფიქრობს პუტინი, არავინ არ იცის (აღსანიშნავია, რომ ამ როლს ბარბარა კრასინსკა თამაშობს). ის ტრანსფორმირდებაპატარა, საშინელი, სასაცილო და ჩამორჩენილაჩრდილად, რომელიც მუდმივად  ოცნებობს, სიმაღლეში გაიზარდოს.  

პუტინის ჩინოვნიკების გარდა, სცენაზე ჩნდება რიგითი ჯარისკაცი (დენის კუდიენკო), რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა, სად და რატომ გაგზავნეს. თუ რამე წაიღო ომის დროს მიტოვებული სახლებიდან, მხოლოდყველაზე საჭირო“: „მეუღლისთვის სპორტული ფეხსაცმელი აუცილებელი იყო; ველოსიპედი ჩემი შვილისთვის. აბა, კომპიუტერს ვერ ვათრევდი…“

სპექტაკლის ფინალში წარმოსახვით მოგზაურობაში გადავდივართ. მსახიობი მონიკა როშკო, რომელიც მარგარიტა სიმონიანის როლს ასრულებს, მოულოდნელად დედაგახდება“. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე სადილს ამზადებს, როდესაც მის ბინაში ერთიმეორის მიყოლებით შედიან რუსი პოლიტიკოსები, პუტინის მეთაურობით. გულწრფელად თუ თვალთმაქცურად ის სტუმრებს მაგიდასთან ეპატიჟება, სადაც იწყება ირონიულსიურრეალისტური საუბარი ღვინისა და ალკოჰოლის თვისებების შესახებ, მაგრამ დალევის პერსპექტივის გარეშე“.

საბოლოოდ, სიურრეალისტური გარემო ტრიბუნალად გადაიქცევა, რომელიც ჩადენილი დანაშაულისათვის წარუშლელ სასჯელს აწესებს  და ამის გაცნობიერება მაყურებლისათვის ბევრად უფრო გასაგებია, ვიდრე ნებისმიერი ყოფითი სასამართლო პროცესი. 

საშა დენისოვაჰააგაში  სვამს ყველაზე არსებით და რუსული კლასიკური ლიტერატურისათვის ასე მტკივნეულად ნაცნობ დილემასდანაშაულისა და სასჯელისფარდობითობის შესახებ. მით უმეტეს, წარმოდგენილი პერსონების გათვალისწინებით.