საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობა ცნობილია

პუბლიკა

პარლამენტმა 114 ხმით მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო კომისიის შექმნას, რომელიც მმართველი პარტიისა და სხვადასხვა ფრაქციის წარმომადგენლებით დაკომპლექტდა. კენჭისყრაში მონაწილეობდნენ ოპოზიციონერი დეპუტატებიც.

კომისია 9 წევრისგან შედგება:

  1. არჩილ თალაკვაძე – პარლამენტის თავმდჯომარე, საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე
  2. მამუკა მდინარაძე – ფრაქცია „ქართული ოცნება“, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე
  3. ირაკლი კობახიძე – ფრაქცია „ქართული ოცნება“
  4. მარიამ ჯაში – ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“
  5. თინა ბოკუჩავა – ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
  6. სერგი კაპანაძე – ფრაქცია „ევროპული საქართველო – რეგიონები“, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე
  7. ირმა ინაშვილი – ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები”- პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე
  8. თენგიზ შარმანაშვილი – პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი
  9. თორნიკე ჭეიშვილი – პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი

კორონავირუსთან დაკავშირებული მდგომარეობის გამო, განიხილება საერთო-სახალხო განხილვის განსხვავებულ ფორმატში ჩატარება, მათ შორის, დისტანციური ფორმატიც. სწორედ საკონსტიტუციო კომისიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, როგორ წარიმართება რეგლამენტით გათვალისწინებული პროცესები შეუფერხებლად.

კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების შესახებ საერთო-სახალხო განხილვა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განმარტებით, მინიმუმ, ორ რეგიონში მაინც უნდა გაიმართოს. პარლამენტში შეიქმნა საკონსტიტუციო კომისია, რომელიც საქართველოს მოსახლეობას კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.