ევროკავშირმა კორონავირუსული ინფექციის გავრცელებით შექმნილი კრიზისის გამო 30 დღის განმავლობაში არაწევრი ქვეყნებისთვის საზღვრებს ჩაკეტავს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მათივე ცნობით, მოსალოდნელია, რომ აკრძალვა ასევე შეეხოთ ევროკავშირის ქვეყნებსაც.
11 მარტს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ქვეყნებს მოუწოდა, მიიღონ საგანგებო და აგრესიული ზომები კორონავირუსის წინააღმდეგ.
ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემებით მსოფლიოს მასშტაბით ახალი კორონავირუსული ინფექციით დაავადდა 188,433 და გარდაიცავალა 7,499 ადამიანი.