განათლების სამინისტროსთან მჯდომარე პროტესტის მონაწილე პედაგოგები მაია ეკალაძე და დავით ფერაძე განათლების მინისტრს, გიორგი ამილახვარსა და მინისტრის მოადგილეებს შეხვდნენ.
შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგდ დირექტორთა კონკურსის მონაწილემ, მაია ეკალაძემ განაცხადა, რომ პროტესტი გრძელდება, რადგან მათ ვერ მიიღეს პასუხი „კონკრეტული დანაშაულის“ შესახებ, რომელიც დირექტორობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესს შეეხებოდა.
დირექტორობის სერთიფიცირებული კანდიდატია დავით ფერაძეც, რომელმაც შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მათი მოთხოვნიდან ერთ-ერთი, რომელიც მინისტრთან შეხვედრას ეხებოდა, მოხსნილია. თუმცა, დირექტორების შერჩევის კონკურსში დაბლოკილი კანდიდატების დისკრეციის წესით დანიშვნის მოთხოვნა კვლავ ძალაში რჩება.
მან თქვა, რომ შეხევდრა მინისტრთან ერთი საათი გრძელდებოდა, მოადგილეებთან კი ორი საათის განმავლობაში საუბრობდნენ.
„გულისწყვეტა იყო, ძირითადად, ჩვენს განცხადებებზე და გვითხრეს, რომ ხისტები არ უნდა იყოთო და შეურაცხმყოფელ განცახედებებს ნუ აკეთებთო. მე არ მახსენდება რომ შეურაცხმყოფელი განცხადებები გაგვეკეთებინოს და რას გულისხმობდა მინისტრი არ ვიცი.
ჩვენს მოთხოვნებში, რა თქმა უნდა, ჩვენც შეუვალები ვიყავით. პირველი მოთხოვნა, რომ ხელფასების გაზრდა პედაგოგებისთვის მოხდეს 1 იანვრიდან, უგულვებელყოფილი იყო თავიდანვე, რადგან გვითხრა რომ მასწავლებლეს ვხვდებიო, ისინი კმაყოფილები არიან ყველა რეფორმით და ყველა ნაბიჯით, ამიტომ თურმე ჩვენ არ გვქონდა უფლება მასწვალებლების სახელით გვესუაბრა. ჩვენ ალბათ ამ მოთხოვნას ჩავხსნით, რადგან როგორც მინისტრმა თქვა თურმე პედაგოგები ყველა ბაბიჯით კმაყოფილები არიან. მაგრამ თუ მივიღებთ გზავნილს პედაგოგებისგან რომ ხელფასი დარჩეს დღის წესრიგში, გავარგრძელებთ…
დირექტორების საკითხს რაც შეეხება, ამ ნაწილში ცოტა წინსვლა იყო რადგან ითქვა, რომ შესაძლოა ჩატარდეს მეორე ეტაპი კონკურსის, რომელშიც იქნება შესაძლებლობა რომ თურმე ისევ თავიდან მივიღოთ მონაწილეობა და ისევ თავიდან შემოვხაზოთ სკოლები, არ ვიცი ეს რამდენად სამართლებროვად შესაძლებელია, ამიტომ ჩვენ აქ ვრჩებით ღამის განმავლობაში, აქცია გრძელდება სანამ ნათელ პასუხს არ მივიღებთ, “- ამბობს დავით ფერაძე.
დღეს, მინისტრთან შეხვედრამდე, დირექტორთა კონკურსის მონაწილემ, მაია ეკალაძემ განათლების სამინისტროსთან შიმშილობა დაიწყო: „მოთხოვნების შესრულებამდე შიმშილს არ შევწყვეტ”.
მისი მოთხოვნებია:
- დირექტორების შერჩევის კონკურსში დაბლოკილი კანდიდატების დისკრეციის წესით დანიშვნა;
- მასწავლებლებისთვის ხელფასის მომატება იანვრიდან და არა ივლისიდან.
მაია ეკალაძე ივნისიდან აპროტესტებს დირექტორთა სერტიფიცირების შედეგებს და ითხოვს მინისტრთან შეხვედრას.
ეკალაძეს მიაჩნია, რომ უსამართლოდ ეთქვა უარი დირექტორის სერტიფიკატზე. სამინისტროს გადაწყვეტილება სასამართლოშიც გაასაჩივრა და გასაუბრების ხელახალ ჩატარებას ითხოვს.
მასთან ერთად სასამართლოში გასაუბრების შედეგების ბათილად ცნობას და ხელახალ ჩატარებას 26 კონკურსის მონაწილე ითხოვს. მათ ინტერესებს „სამართლიანი არჩევნები” იცავს.