კაცი, რომელმაც 27 წლის ცოლი მოკლა კლინიკაშია. მას ჯეო ჰოსპიტალში ოპერაცია ჩაუტარდა და ექიმის თქმით, პაციენტი კონტაქტურია, მდგომარეობა – სტაბილური.
კაცისთვის ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ. კლინიკაში არიან საბადრაგო სამსახურის თანამშრომლებიც.
ექიმები არ გასცემენ პაციენტის დღეს გამოკითხვის რეკომენდაციას. კაცი კლინიკას, სავარაუდოდ, ხვალ დატოვებს.
გუშინ, 9 იანვარს თბილისში, ვარკეთილში, კაცმა ცოლი მოკლა. ქალი მრავლობითი ჭრილობებით ინგოროყვას კლინიკაში მიიყვანეს, სადაც ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა.
გამოძიება 19 109-ე მუხლით აქვს შსს-ს დაწყებული, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.