ძაღლზე ძალადობაში ბრალდებული კაცის ადვოკატი სულეიმან ისმაილოვი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.
ადვოკატის თქმით, არ არსებობს მტკიცებულებები და არ იცის, რის საფუძველზეა ის დაკავებული.
„მსგავსი არანაირი მტკიცებულება არ არის. რის საფუძველზე დააკავეს, არ ვიცით. თვითონ ნებაყოფლობით გამოცხადდა ეს კაცი… სასამართლო, ალბათ, არ გამოიყენებს აღკვეთს“, – ამბობს სულეიმან ისმაილოვი.
კაცს, რომელმაც მარნეულში ძაღლზე იძალადა პროკურატურამ დღეს ბრალი სსკ-ის 259-ე მუხლით( ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია) წაუდგინა.
კაცი 9 იანვარს დააკავეს.
ძაღლი ცემის შედეგად მოკვდა.