აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ფლორიდის გუბერნატორის, რონ დესანტისის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატურის მოხსნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელის მუშაობის დაწყებას, რათა „თაღლითი ჯო ბაიდენი“ ერთად დაამარცხონ.
„მინდა, მივულოცო დესანტისს, არაჩვეულებრივ ადამიანს, მან მართლაც კარგი კამპანია აწარმოა. მან მხარი მე დამიჭირა და სწორედ ამიტომ ვაფასებ მას. მოუთმენლად ველოდები რონთან და სხვებთან ერთად მუშაობას, რათა დავამარცხოთ თაღლითი ჯო ბაიდენი. ჩვენ ერთად ვმუშაობთ. ბაიდენმა ჩვენი ქვეყანა დიდი საფრთხის წინაშე დააყენა. ასე რომ, მინდა, მადლობა გადავუხადო რონს“, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის ფლორიდის შტატის გუბერნატორი რონ დესანტისი ამერიკის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. მან თავისი კანდიდატურა დონალდ ტრამპის სასარგებლოდ მოხსნა.