NATO-ს პრესსპიკერი რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღებას ეხმაურება და ამას არასწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს. ის მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეცვალოს კურსი და პატივი სცეს მშვიდობიან პროტესტს.
„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება „უცხოური აგენტების” კანონპროექტის მიღების შესახებ არის ნაბიჯი არასწორი მიმართულებით და საქართველოს აშორებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისგან. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, რომ შეცვალოს კურსი და პატივი სცეს მშვიდობიანი პროტესტის უფლებას”, – აღნიშნულია NATO-ს პრესსპიკერის, ფარა დახლალას განცხადებაში.
რუსული კანონი პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.
ნახეთ, ვინ დაუჭირა რუსულ კანონს მხარი – სია.